როგორ მოვამზადოთ და რასთან მივირთვათ ღომი
როგორ მოვამზადოთ და რასთან მივირთვათ ღომი
ღომი სიმინდის ღერღილისგან მომზადებული კერძია, რომელიც დასავლეთ საქართველოს
მოსახლეობას პურის მაგივრობას უწევს. მას მიირთმევენ ბაჟესთან, ხარჩოსთან, საცივთან, შემწვარ თევზსა და ხორცთან ერთად.

საჭირო მასალა

სიმინდის ღერღილი – 1 კგ.
სიმინდის ფქვილი – 300-350 გრ.
წყალი – საჭიროების მიხედვით
სულგუნი – 500 გრ.

ღომის ინგრედიენტებია: სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი, რომელიც კერძს ხარშვის დროს ემატება. თუ სიმინდის ფქვილი არ გაქვთ, ის შეგიძლიათ მანანის ბურღულით ჩაანაცვლოთ. 300 გრ სიმინდის ფქვილის მაგივრად გამოიყენეთ 150 გრ მანანის ბურღული.

მომზადება

ღერღილი კარგად გარეცხეთ, სასურველია, გამდინარე წყალში. გარეცხილი ღერღილი ქვაბში ჩაყარეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ კარგად დაფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოაცილეთ.
ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი, სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილი ჩაუმატეთ და ჩაზილეთ.

ცეცხლს ჩაუწიეთ და ხარშვა გააგრძელეთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

მზა ღომს ფაფუკი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. თუ გამაგრდა, ცოტა მდუღარე წყალი შეურიეთ და აზილეთ.

ღომი შეგიძლიათ პიტნაში არეულ ყველთან, ფუჩხოლიასთან ერთად მიირთვათ. 600 გრ ყველი დაფხვენით, მარილთან ერთად დანაყილი პიტნა შეურიეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ.

ღომში ჩადეთ და პიტნის ნორჩი ფოთლებით მორთეთ.

ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილით ჩაზილეთ.

მზა ღომი სველი ჩოგნით თეფშზე ამოიღეთ, ყველი ჩააწყვეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (23)
ანი
კაი გოჭის შეპუწკუნებულ ნეკნებს+მწვანე ტყემალი+ღომი ჩინჩოლია ყველით=ცხონებას
MARI
ღომი ბაჟესთან მმმ მაგარია,მომინადაა უფ :(((
იმანო
ვინც თქვენ გასწავლათ ასეთი ღომის გაკეთება მხოლოდ მას მიართვით! ეს ღომის მეტი ყველაფერი იქნება)))
ინგა
რატომაც არა ნეტა,როცა ღომს ვჩამ,პური რატო უნდა მივატანო აბა,მართალია
ირმა
ნამდვილად მეგრელებს ეგ არ ეშლებატ,მაგარია მეგრული ღომი
არ უარვყოფ, რომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ყველა...
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ...
დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოკოლადის ორცხობილა შვრიით, გამოცხობის გარეშე
17:00 / 21-05-2013
ეს არაჩვეულებრივი დესერტი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ სასარგებლოც და რაც მთავარია, ის არ საჭიროებს გამოცხობას.
კარტოფილში გამომცხვარი კვერცხი ყველით
16:31 / 20-05-2013
კარტოფილში გამომცხვარი კვერცხი ყველით – სამუშაო კვირის გემრიელი დასაწყისია!
ვაზის ფოთოლში გახვეული სომხური ტოლმა
11:00 / 18-05-2013
ტოლმა – სომხური სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძია. ტრადიციის მიხედვით, გასათხოვარმა გოგონამ აუცილებლად უნდა იცოდეს ვაზის ფოთლის ტოლმის მომზადება. სომეხი ქალბატონების უმეტესობას ეს კერძი, შეიძლება ითქვას, ვირტუოზულად გამოსდის! ვაზის ფოთლების მომჟავო გემო განუმეორებელ არომატს აძლევს ტოლმას, ხოლო მაწვნის სოუსი კიდევ უფრო გემრიელს ხდის მას!
ღუმელში გამომცხვარი ომლეტი ლორითა და პომიდვრით
16:30 / 17-05-2013
ეს მადისაღმძვრელი და მსუყე კერძი მარტივი მოსამზადებელია და მშვენიერი სადილია ყველა ოჯახისთვის. კვერცხის, პომიდვრისა და ლორის შეხამება კერძს არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს.
ჩირის დესერტი 10 წუთში
17:00 / 16-05-2013
მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი, 10 წუთი და დესერტი მზად არის! ეს არა მხოლოდ დესერტია, არამედ საუკეთესო საუზმეც.
ლავაშში გახვეული ქათმის სალათა
16:20 / 14-05-2013
ლავაშში შეგიძლიათ გაახვიოთ სხვადასხვანაირად მომზადებული სალათა. ამჯერად გთავაზობთ ქათმის სალათას მწვანილებითა და ხახვით.
ქათმის მწვადი მანგოთი
17:55 / 13-05-2013
ქათმის ხორცისგან მომზადებულ მწვადს პიკანტურ გემოს მისცემს ეგზოტიკური მანგო. მწვადის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ნებისმიერი ნაწილი. ამ რეცეპტში ვიყენებთ ქათმის მკერდს. მწვადის მომზადება შეგიძლიათ, როგორც ქურაში, ასევე ნაკვერჩხალზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ თაფლის ყიდვისა და შენახვის დროს
15:20 / 10-05-2013
მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა და უნიკალური ბიოლოგიური თვისებების წყალობით, თაფლი ერთ-ერთ საუკეთესო გამაჯანსაღებელ საკვებ პროდუქტად მიიჩნევა.
"აკროშკას" მარტივი რეცეპტი
15:15 / 09-05-2013
მალე ზაფხულია... ცხელ დღეებში კი არაფერია იმაზე სასიამოვნო და გამაგრილებელი, როგორც "აკროშკა". ყველა დიასახლისს ამ კერძის მომზადების საკუთარი რეცეპტი აქვს. ჩვენ გთავაზობთ ძალიან მარტივს მოსამზადებლად და გემრიელს – საჭმელად.
უნაზესი ნამცხვარი მხოლოდ სამი ინგრედიენტით
17:26 / 08-05-2013
ეს უგემრიელესი ნამცხვარი მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან მზადდება და საოცრად ნაზი და ფაფუკი გამოდის. სცადეთ!
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა....
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ""პირველი...
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12