რით არის სასარგებლო ვაშლის ძმარი
რით არის  სასარგებლო ვაშლის  ძმარი
ცნობილია, რომ ძმარი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებას იწვევს. თუმცა მასზე საერთოდ უარის თქმა არ ღირს. მთავარია, რა ძმარს ვიყენებთ და რა რაოდენობით.

ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. მას მიმართავდნენ მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის, ასთმის, თავის ტკივილის, ართრიტების, მაღალი სიცხისა და დამწვრობის დროს.

როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის მიღების შემთხვევაში დიეტები შეიძლება დაივიწყოთ და ჭარბ წონაზე აღარ იფიქროთ.

ასეთი მჟავე ხსნარი შემადგენლობით ძალიან ჰგავს კუჭის წვენს, რომლის დიდი რაოდენობაც ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. ასეთი საკვების კუჭში დიდხანს დაგროვება კი მრავალი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს - ვაშლისას, რძისას, ასკორბინისას და ძმრისას. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B, E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ყველა ეს კომპონენტი არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე - წმენდს შლაკებისაგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან იცავს.

სპეციალისტები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ, ასეთი სასარგებლო და გამახალისებელი ნაყენი მიიღონ: 1 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი.

რომის იმპერიაში ცნობილი იყო ძმრის ბალზამის რეცეპტი. ეს ბალზამი ათწლეულების განმავლობაში ძველდებოდა, როგორც კონიაკი. შეიცავდა საიდუმლო ინგრედიენტებს და არაჩვეულებრივი არომატი და თვისებები გააჩნდა. ბალზამის რამდენიმე წვეთს ახალდაქორწინებულებს ენაზე აწვეთებდნენ, რათა ლტოლვა გამძაფრებოდათ.

კურნავდა უამრავ სნეულებას - დეპრესიას, უძილობას, სისხლნაკლულობას და ა.შ.
ჩვეულებრივი სუფრის ძმარიც კი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. მისი ორთქლი ბევრ მიკრობს კლავს. თავზე ძმრიანი წყლის გადავლება თმას ფაფუკსა და მბზინავს ხდის.

სხვადასხვა ქვეყნის კულინარები ძმრის ახალ-ახალ თვისებებს პოულობენ. მაგალითად, ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ დამარილებულ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენული ნივთიერებები ნადგურდება. იაპონელები კი თვლიან, რომ ძმარი თევზის ქონის სუნს აქრობს, წიწაკის სიმწარეს ანელებს და საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუ ძმარს სპეციალურ სამკურნალო მცენარეებსაც დავუმატებთ, მაშინ მისი გამაჯანსაღებელი თვისებები ათმაგდება.

კენკროვანთა ძმარში, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო კომპონენტია შენარჩუნებული. ამასთან, შედარებით ნაკლებად მჟავეა. ზაფხულში შეიძლება ცივ წყალში გახსნათ და მშვენიერ გამაგრილებელ და მატონიზებელ საშუალებას მიიღებთ.
კომენტარები (2)
მაკა
გთხოვთ დამიცეროთ როგორ გავაკეთო ვაშლის ძმარი
ვენერა
გვიტხარიტროგორგავაკეტოვაქლისდმარი
ქართველი დიზაინერები, ჯერ კიდევ ოქტომბრამდელი შიშით რომ ცხოვრობენ,...
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ...
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
10 მიზეზი, რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი
17:11 / 14-05-2013
მწვანე ჩაი რომ განსაკუთრებული სარგებლიანობით გამოირჩევა, ამაზე აღარავინ დაობს, მაგრამ მაინც რისთვის არის ეს უნიკალური პროდუქტი სასარგებლო? გთავაზობთ 10 მიზეზს, რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი:
საკვების ფერი და მისი მოქმედება ორგანიზმზე
15:34 / 13-05-2013
იცოდით, რომ სხვადასხვა ფერის პროდუქტი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე? მაშ ასე:
რა დანამატები ხდის ყავას სასარგებლოს
16:34 / 10-05-2013
ბევრი ლაპარაკობს ყავის სარგებლიანობაზე, ბევრიც კი - მის სიავეზე, მაგრამ ზომიერად მიღებული ეს სასმელი ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის... და თუ ამ სასმელს დანამატებითაც მივიღებთ, მეტად გემრიელსაც გავხდით და სხვადასხვა დაავადებისგანაც დავიცავთ თავს. მაშ ასე:
როგორ მოქმედებს მაღალი ქუსლები ქალის ჯანმრთელობაზე
10:46 / 07-05-2013
მაღალ ქუსლებზე ქალი უფრო მომხიბვლელი და თავდაჯერებულია, მაგრამ ეს გარკვეულწილად პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ შეიძლება ტკივილი, სახსრების დეფორმაცია, ხერხემლის გამრუდება და ოსტეოართრიტიც გამოიწვიოს.
ბულგარული წიწაკა კიბოსგან, ინსულტისა და თავის ტკივილისგან გიხსნით
12:20 / 02-05-2013
ტკბილი წიწაკა რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ეს ახალი არ არის, მაგრამ როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, ის თურმე 3-ჯერ ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.
როგორ ვებრძოლოთ ვარიკოზს?
11:00 / 27-04-2013
იმისთვის, რომ თქვენი სიარულის მანერა მსუბუქი იყოს, ხოლო ფეხები მუდამ ფორმაში გქონდეთ, დაიცავით 10 მარტივი წესი.
სიარული VS სირბილი: რომელი უფრო სასარგებლოა?
14:51 / 25-04-2013
კალიფორნიაში, ლოურენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: სიარული თუ სირბილი?
რით ვუშველოთ მტკივან ფეხებს
15:30 / 29-03-2013
გაზაფხულზე სახსრებისა და ქვედა კიდურების პრობლემები მწვავდება. ტკივილის შესამსუბუქებლად და პროფილაქტიკისთვის გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს შემოგთავაზებთ.
რისი სიმპტომია რომელიმე ფერის მიმართ გაჩენილი სიმპათია?
16:25 / 15-03-2013
გაზაფხული ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფერებს მოდის სამყაროშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ; თუმცა ფერებით თერაპიის მომხრეების აზრით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როცა ამა თუ იმ ფერს საკუთარი ინტუიციის კარნახით ვირჩევთ, ამაში ჩვენი სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდა და ტრადიცია.
სამსახურში რომ  არ ჩაგვეძინოს
15:00 / 09-03-2013
მხიარული ღამის წვეულების შემდეგ, სამსახურში ძილმა თავი რომ არ წაგართვათ, მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ:
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12