"ეშმაკის სახლი" ინგოროყვას ქუჩაზე - მისტიკა თუ რეალობა
"ეშმაკის სახლი" ინგოროყვას ქუჩაზე - მისტიკა  თუ რეალობა
ვაგრძელებთ ძველი, უცნაური სახლების ისტორიათა ციკლს - სახლების, რომელთაც საინტერესო და უცნაური ლეგენდები უკავშირდება. "ერთი ღამის სასახლიდან" - საკმაოდ შემზარავი სახელწოდების მქონე სახლზე გადავინაცვლებთ, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული ლეგენდების გამო - "ეშმაკის სახლი" შეარქვეს.
სახლი, რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) # 6-ში მდებარეობს, ვიზუალურადაც საკმაოდ შემზარავია. განსაკუთრებით - მზის ჩასვლის შემდეგ. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას.

სავსებით შესაძლებელია, ეს ეშმაკის გამოსახულებაც იყოს. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს:

XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა ააშენა ეს სახლი. ის სატანიზმის მიმდევარი იყო. გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი - ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.

იმასაც კი ამბობენ, რომ თბილისში 10 სახლია, რომელშიც მსგავსი ბუხარი და გვირაბია. სახლები კი პენტაგრამას ქმნის, რომლის შეერთების ადგილიც დიდი სარიტუალო დარბაზია - რა თქმა უნდა - მიწის ქვეშ. შემზარავია, არა? ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.

მახსოვს, პირველ კურსზე ვსწავლობდი, როდესაც პირველად გავიგე ამ სახლის არსებობის შესახებ. ჩემი ჯგუფელი სახლთან ახლოს ცხოვრობდა და ყოველდღე უწევდა ამ ქუჩით სიარული. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ასეთი სახლი არსებობდა. თურმე, მთელი მისი ბავშვობის პერიოდში სახლის შავი ფარდები შიშის ზარს სცემდა და როდესაც სკოლაში მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან მოხუცი ქალი იყურებოდა.

სტუდენტობის დროსაც კი ახსენა, ის ქალი ისევ იყურება ხოლმე და ისევ ისე გამოიყურება, როგორც მაშინო. ერთხელ წავედით კიდევაც სანახავად. საღამო იყო და სახლი ზუსტად ისეთი შემზარავი იყო, როგორიც მისტიკურ ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები.

იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ სახლში ვერავინ გაიხარაო. იმასაც ამბობდნენ, ავთო ვარსიმაშვილის სერიალი "სახლი ძველ უბანში" - სწორედ აქ მომხდარი ამბების ეკრანიზაციააო. მაგრამ ლეგენდები და ჭორები იქით იყოს, მთავარი სინამდვილეა. მეც გადავწყვიტე, რომ ძალ-ღონე არ დამეშურა რეალური ისტორიის გამოსარკვევად.

პირველად ბატონ ავთანდილს დავუკავშირდი. მან ეჭვი გამიქარწყლა და მითხრა, რომ როდესაც სცენარს წერდა, ამ სახლის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრე.

წიგნები გამოვიწერე და სანამ გადავშლიდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მთელი არსებით შევიგრძენი ის, რასაც ალბათ შერლოკ ჰოლმსის გმირი გრძნობდა, როცა მორიგ საიდუმლოს ხდიდა ფარდას. მორიგ ლეგენდას ან დავამსხვრევდი, ან პირიქით - გავამყარებდი!

წიგნიდან შევიტყვე, რომ შენობა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა - ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. მას ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: - ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის, ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო პატარა სახლი. შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა. შიმკევიჩის სხვა შენობების სურათებიც მოვიძიე, მაგრამ მსგავსი რქიანი ფიგურა ვერსად ვნახე.

ბიბლიოთეკიდან გეზი პირდაპირ ინგოროყვას 6-ისკენ ავიღე. სახლი რესტავრაციას საჭიროებს. მას 2 სადარბაზო აქვს - ერთი ეზოს მხრიდან, მეორე - ქუჩის. ეზოს მხრიდან პატარა სადარბაზოა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩის მხრიდან კი - გაცილებით დიდი.

ბუხარი თუ საჰაერო მილი, რომელიც საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი კედლის "ფეჩი" აღმოჩნდა, საიდანაც ძველად მთელ სახლს ათბობდნენ.

სხვენში ასასვლელი კი მართლა უცნაურად გამოიყურება. ის საკმაოდ მაღლაა და კიბე მოხსნილი აქვს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ყოველ გამვლელ-გამომვლელს არ შეეძლოს ასვლა. კიბის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა, ან საკუთარი კიბით უნდა მოხვიდე, ან უნდა აფრინდე. იმ სახლის მცხოვრებლები კი ისე არიან შეწუხებულნი დაუპატიჟებელი სტუმრებით, რომ გამორიცხულია, კიბე გათხოვონ.

როდესაც სურათებს ვიღებდი, იმ სახლში მცხოვრები ახალგაზრდა, ხალათიანი ქალი გამოვიდა და მკითხა - რა გაინტერესებთო. მე ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ და სახლის ისტორიით დავინტერესდი. სანამ რაიმეს ვკითხავდი, თვითონ მოასწრო და მითხრა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობს და არანაირი ეშმაკი არ მოლანდებია.

არც უცნაური ხმები გაუგია, არც საგნები გადაადგილდება და არც ნივთები დაფრინავს. არავითარი ეშმაკის ფეხები და კუდი არ არის სარდაფში. სხვენიც ჩვეულებრივია და თვითონ სახლიც - ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია! ადრე სომეხმა გოგომ ჩამოიხრჩო თავი სხვენში და მას მერე აგორდა ჭორები.

საქართველოს ეროვნულ არქივში არ შემიშვეს. ამიტომ ის ინფორმაცია, რისი გაგებაც მინდოდა, ვერ მოვიძიე.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მეც ვერაფერი შევამჩნიე, გარდა იმისა, რომ თვითონ შენობა საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. თუმცა გამოგიტყდებით, უცნაური შეგრძნება მართლა მქონდა სახლის უცნაური აურის გამო, მაგრამ, არა მგონია, ამაში ეშმაკის ხელი ერიოს.

თუმცა სავსებით შესაძლებელია, შიმკევიჩისთვის მართლაც შეეკვეთა ვიღაცა სატანიზმის მიმდევარს ეს შენობა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლეგენდა – ლეგენდად რჩება. რქებიანი ფიგურა კი მშვიდად განაგრძობს გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას...

თეკო ინასარიძე
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (48)
ანი
ეს სახლი 50-სკოლასთან ძალიან ახლოს არის,სადაც მე დავდივარ : )) რამდენჯერმე ვცადე შესვლა ,მაგრამ კარი მუდამ ჩაკეტილია..არ ვიცი დავიჯერო თუ არა ეს ისტორიაა ამ სახლის შესახებ მაგრამ ვცდილობ რომ გამოვარკვიო ყველაფერი ! სახლში სკოლიდან ამ ქუჩის გზით მივდივარ ხოლმე და ყოველდღე ვხედავ შემზარავ ფანჯრებს ... ახლა კი პარასკევს სკოლიდან რომ მოვდიოდი დავინახე,რომ მუშებმა აგურები ჩამოოანგრიეს და რაგაცას აკეთებდნენ იმ სახლში ,,იმედია ვინმე არ შევა საცხოვრებლად : )))))))))
ანი
ეს სახლი 50-სკოლასთან ძალიან ახლოს არის,სადაც მე დავდივარ : )) რამდენჯერმე ვცადე შესვლა ,მაგრამ კარი მუდამ ჩაკეტილია..არ ვიცი დავიჯერო თუ არა ეს ისტორიაა ამ სახლის შესახებ მაგრამ ვცდილობ რომ გამოვარკვიო ყველაფერი ! სახლში სკოლიდან ამ ქუჩის გზით მივდივარ ხოლმე და ყოველდღე ვხედავ შემზარავ ფანჯრებს ... ახლა კი პარასკევს სკოლიდან რომ მოვდიოდი დავინახე,რომ მუშებმა აგურები ჩამოოანგრიეს და რაგაცას აკეთებდნენ იმ სახლში ,,იმედია ვინმე არ შევა საცხოვრებლად : )))))))))
ანა
ღმერთო ჩემო : ))
მუსი
რამდენიმე წლის წინ შეყვარებულმა მომიყვა ამ სახლზე, მის მახობლად ვსეირნობდით და მთელი ამბავი ჩამომირაკრაკა, თითქოს განსაკუთრებული არაფრი, მაგრამ იმ ღამეს კოშმარული შიშები მქონდა, საერთოდ მშიშარა არ ვარ მაგრამ ყველგან შუქი მქონდა ანთებული და ოთახიდან გასვლას მაინც ვერ ვბედევდ რომ დედაჩემისთვსი დამეძახა.. როგორ დამათენდა არ ვიცი მოკლედ ჯოჯოხეთში ამაზე უარესი არ ქინება ალბათ. რატომღავ მჯერა რომ მაგ სხალის აურამ იმოქმეედა იმ ღამეს ჩემზე
თაკო
თუ ეგრეა საპატრიარქო და ეკლესიები რას აკეთებენ? ამოიგონ ხმა და გვერდით დაუდგებით სიცოცხლის ბოლო წვეთამდე.
რაღა დროს ეგ ბიჭია... სცენაზე ჩხუბს ხომ არ...
დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ...
ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი,...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ გამოდის ნინო ჩხეიძე ნაბახუსევზე და რატომ დააქვს თან ნიშადური?
11:15 / 07-05-2013
არ ვიცი, რა საჭიროა, მაგრამ მაინც...ეს ინტერვიუ არ იწერება მათთვის, ვინც ამბობს: – აუუუ, რა დონეაააა და მერე "იები მაჩუქე პატარაზე" ქვითინებს; არც მათთვის, ვინც სხვის "უდონობაზე" უნიჭოდ ხუმრობს და დარწმუნებულია, რომ "პლატფორმა" მოდიდან არ გადადის; არც მათთვის, ვინც "ჯაზზე აფანატებს" და გაგებაში არაა, ვინ არის ელა ფიცჯერალდი, ლუი არმსტრონგი და მაილს დევისი.
კერი მალიგანი: "დიდ გეტსბიში" მე განვასახიერე... კარდაშიანი
12:58 / 22-04-2013
ამერიკული ლიტერატურის კლასიკური პერსონაჟის გახსენებისას, ალბათ, თვალწინ არავის წარმოუდგება ვარსკვლავური სენით შეპყრობილი, შავგვრემანი კიმ კარდაშიანის სახე, მაგრამ სულ სხვა აზრის არის ბრიტანელი მსახიობი კერი მალიგანი, რომელიც სკოტ ფიცჯერალდის რომანის ეკრანიზაციაში მთავარ გმირს, დეიზი ბიუკენენს განასახიერებს.
რა უნდოდათ ლალი მოროშკინას დაქალებს სილამაზის სალონში, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა?
10:50 / 11-04-2013
ეს, ალბათ, პროლოგია.როდესაც ლალი მოროშკინასთან შესახვედრად მივდიოდი, სიმართლე გითხრათ, სულ არ გამხსენებია, რომ რუბრიკის თემა მეგობრობა და დაქალებია - ამის გარდა ყველაფერზე ვფიქრობდი:
თინა კანდელაკმა ჰომოსექსუალები დაიცვა
11:20 / 02-04-2013
თავის ახალ გადაცემაში - "რკინის ლედი" თინა კანდელაკმა ჰომოსექსუალების პრობლემა წამოაყენა. საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა საკუთარ ბლოგშიც დააფიქსირა.
რა პროფესიისაა ანი ტყებუჩავას შეყვარებული?
11:11 / 26-03-2013
აღმაშენებელზე, ერთ-ერთ მყუდრო კაფეში დავთქვით შეხვედრა. ანი ტყებუჩავა თავის დაქალთან, მაშიკოსთან ერთად მოვიდა: "გოგონა ცნობისმოყვარე მზერითა და თბილი ღიმილით" - ასეთი იყო მაშიკოზე ჩემი პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ; მთავარია, მკითხველი დავაინტერესო.
რატომ დატოვეს "იმედის დილის" წამყვანებმა ტელეკომპანია?
12:45 / 14-02-2013
წამყვანების - დავით ქაცარავასა და სალომე გოგიაშვილის ტელეკომპანიაში დარჩენის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გადაცემაში "იმედის დილა" 18 იანვარს გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ელტონ ჯონსა და მის მეუღლეს სუროგატმა დედამ მეორე შვილი გაუჩინა.
ტონი ბრექსტონი ემშვიდობება მუსიკას, მას ახლა ლესბოსელობა სურს
14:15 / 12-02-2013
ამერიკელმა მომღერალმა ტონი ბრექსტონმა განაცხადა, რომ ასრულებს 20-წლიან მუსიკალურ კარიერას. "გრემის" ექვსგზის მფლობელს სურს, რომ კინოზე გადაერთოს.
დაბლოკილი სერიალი - ცენზურა XXI საუკუნეში
14:50 / 09-02-2013
"ცხელი ძაღლი 4"-ის გადაღება 2006 წელს დავიწყეთ და 2007-ში დავასრულეთ. ზურაბ ჟვანია 2 წლის გარდაცვლილი იყო. მაშინაც და დღესაც პრემიერის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. რადგან სერიალის ჟანრი პოლიტიკური დეტექტივი იყო, გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა ფილმში გამოგვეყენებინა.
გარეულია თუ არა მესამე პირი 19 წლის გოგონას მკვლელობაში?
15:19 / 08-02-2013
1 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, ათონელის 31-ში მცხოვრებნი შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ - სადარბაზოს კიბესთან ახალგაზრდა მამაკაცი ჩაკეცილი იპოვეს.
ლაშა თოფურია: "მეყო ტრაკი და პოლ მაკარტნის სიმღერა ვიმღერე"
11:55 / 17-01-2013
ლაშა თოფურიას წინა კვირას შევხვდით, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გამართული "ახალი ქართული ხმის" ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები.
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12