ერთი ქალის ორი სახე და ორი მამაკაცი
ერთი ქალის ორი სახე და ორი მამაკაცი
თეონა, 26 წლის: - ზუსტად ორი კვირის გათხოვილი ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა მე, ჩემი მეუღლე და მისი ნათესავები თავისთან დაგვპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს.
ქეიფი ორ დღეს გაგრძელდა და როცა თბილისიდან ბათუმში ვბრუნდებოდით, მძღოლი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. ჩემს ქმარს შეეხვეწა, ნუ წავალთ, ერთი საღამო დასვენება გვჭირდებაო, მაგრამ გელამ არ დაიშალა, გასაღები თვითონ გამოართვა და საღამოს 8 საათისთვის გავედით თბილისიდან.

მანქანაში ექვსი ადამიანი ვისხედით. უჰაერობა და სივიწროვე იყო, გზაში რამდენჯერმე ცუდად გავხდი, მაგრამ გელას უკან მიბრუნებაზე ლაპარაკიც არ უნდოდა. გორის გადასახვევს რომ გავცდით, რამდენიმე კილომეტრში ჩვენი მანქანა მოპირდაპირე მხრიდან მომავალ "ფოლცვაგენს" შეასკდა... იმ წლების განმავლობაში, ალბათ, ასეთი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა თუ მომხდარა.

ჩემი მული და მისი 21 წლის ბიძაშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. ჩემს მაზლიშვილს, 3 წლის ბავშვს, მარჯვენა ხელი კარში ჩაჰყვა და მოსწყდა. მეორე ავტომანქანაში კი ორი მამაკაცი გარდაიცვალა. სასწაული იყო, გელა თითქმის უვნებლად გადარჩა. მან, როგორც კი გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მანქანიდან გადმოხტა და გაიქცა.

- თქვენ?

- მე უგონო მდგომარეობაში გადამიყვანეს საავადმყოფოში და სიცოცხლის გადასარჩენად ოთხი ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს. როცა ნაკერები და თაბაშირი მომხსნეს და სარკეში ჩავიხედე, ვიფიქრე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ადამიანების ბედის შემშურდებოდა, რომლებიც ავარიის დღეს ჩემ გვერდით დაიღუპნენ. 18 წლის გოგონას მაგივრად სარკიდან ნამდვილი ურჩხული მიყურებდა.

- გელას რა ბედი ეწია, დააპა­ტიმრეს?

- ერთხანს მის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ჩემი დედამთილ-მამამთილი მირეკავდა და ჩემს ამბავს შორიდან კითხულობდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ ვუნახივარ.

გელა მოგვიანებით დამიკავშირდა, მითხრა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა და საკუთარ დანაშაულსაც აცნობიერებდა. რამ­დენჯერმე ფულიც კი გამომიგზავნა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ის კაცი არ იყო, რომელიც ჩემისთანა ქალზე პასუხისმგებლობას აიღებდა და დარჩენილ ცხოვრებას საკუთარი დაუდევრობით დამახინჯებული ცოლის გვერდით გაატარებდა.

რასაკვირველია, როგორც ვიფიქრე, ისეც მოხდა. გელამ მალევე შეწყვიტა ჩემთან რეკვა და ისევ გაუჩინარდა. არ ვიცი, იქნებ ასეც მერჩივნა. როცა მარტო ვიყავი, ჩემს გარეგნობაზე ნაკლებად ვნერვიულობდი და ნელ-ნელა ხალხთან ურთიერთობასაც გადავეჩვიე.

რამდენიმე წლის შემდეგ შევძელი ქუჩაში მარტო გავსულიყავი და დროთა განმავლობაში გამვლელების დაჟინებული და სიბრალულით სავსე თვალების ყურებასაც მივეჩვიე. ერთ დღეს კი, როცა მაღაზიაში შევედი სურსათის საყიდლად, ახალგაზრდა მამაკაცი მომაშტერდა.

როგორც გითხარით, ასეთ "ყურადღებას" უკვე მიჩვეული ვიყავი და თვალი ავარიდე, თუმცა უცნობი არ მომეშვა, ქუჩაში გამოსულს უკან გამომყვა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ წამომეწია კიდეც. - ახლავე მითხარით, რომ ძალიან ლამაზი ვარ და მოგეწონეთ, თორემ ჩემს სახლს მივუახლოვდი და დალაპარაკებას ვეღარ მოასწრებთ, - ირონიით გავიცინე და გაცოფებული სახით მივაჩერდი.

უცნობი შეკრთა, მაგრამ მალევე იპოვა გამოსავალი და მთხოვა, მისთვის ცოტა დრო დამეთმო. სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ ეს ადამიანი პლასტიკური ქირურგი გახლდათ. - შენ ხომ გინდა, რომ ცხოვრება გააგრძელო, მომეცი ნება, დაგეხმარო - ისეთი გამომეტყველებით მითხრა, რომ დამნაშავესავით ვუპასუხე: - ფული არ მაქვს.

- მე კი ლიცენზია არ მაქვს, ჩამომართვეს - გაიცინა მამაკაცმა. - თუ უფლებას მომცემ, რამდენიმე ოპერაცია გაგიკეთო, ეს ჩემს კარიერასაც გადაარჩენს და შენს მომავალსაც.

- თქვენი დათანხმება არ გაუჭირ­დებოდა...

- (იცინის) ასეა. ერთი თვე მასამზადებლად დასჭირდა. კლინიკაში მუშაობის უფლება არ ჰქონდა და ურთულესი ოპერაციები სახლის პირობებში უნდა ჩაეტარე­ბინა. საჭირო ინვენტარის შეგროვება დაიწყო, თავის ბინაში სამუშაო კაბინეტი მოაწყო და მხოლოდ ერთი დამხმარე ექთანი და ანესთეზიოლოგი დამხვდნენ.

დათქმულ დროს ოპერაციის გასაკეთებლად მივედი. ტანსა და სახეზე ფოტოები გადამიღეს, შემდეგ მომამზადეს. ნარკოზიდან რომ გამოვედი, გონზე მოვედი, ბინტით ვიყავი დაფარული. ექიმი კმაყოფილი ჩანდა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე ოპერაცია გველოდა.

დეტალების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი ხელახალი "გამოძერწვა" თითქმის შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როცა ბოლო "დეტალებზე" მუშაობაც დამთავრდა, გულწრფელად გეტყვით, ასე ცხადად ადამიანის ხელით ჩადენილი სასწაული არასოდეს მინახავს.

სხვა ნებისმიერი ქირურგისთვის ერთი ჩვეულებრივი რიგითი პაციენტი ვიქნებოდი, ჩემი ექიმისთვის კი მომავალი უნდა შემეცვალა და ასეც მოხდა. სანამ ეიფორიიდან გამოვიდოდი და ჩემი სილამაზის ყურებით ვტკბებოდი, ექიმმა ფოტომასალა უცხოეთის რამდენიმე კერძო კლინიკაში გაგზავნა და როგორც მოსალოდნელი იყო, მალე გამოეხმაურნენ.

უცხოეთში რომ გაემგზავრა, მითხრა, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა და პირობა შეასრულა. ჩვენ დღემდე ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ჩემი სახე და სხეული მისი მაღალი პროფესიონალიზმის ცოცხალი დადასტურებაა, ამით ამაყობს და ჩემთან ურთიერთობაც ამიტომ სიამოვნებს.

ერთხელ მითხრა, შენი ორი ფოტო, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, თვალსაჩინოებისთვის გერმანიაში კაბინეტში მაქვს გამოკრული და თუ მალე ძველი რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოვახერხე, იმდენი ხანია, შენს სურათს ვუყურებ, იქნებ შემიყვარდე კიდეცო.

- ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდეს, ადამიანებს ის უყვართ, ვისაც მეტი ამაგი დასდეს...

- (იცინის) ჩემს ცხოვრებაში ორი სასწაული უკვე მოხდა: ერთი, როცა ავარიის შემდეგ ცოცხალი გადავრჩი, მეორე სასწაული ქირურგის გამოჩენა იყო და ახლა მის სიყვარულზე ოცნება ჩემი მხრიდან თავხედობა არ იქნება?

ხათუნა მაღრაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
კომენტარები (17)
ლილე
ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს
ნიკა
ცხოვრებაში რა არ ხდება
............
ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ზღაპარს ვკითხულობდი
babilina
...თუნდაც ზღაპარი იყოს, რაა მერე?!
ანასტასია
შეიძლება ასეც მოხდა,ეგ არავინ არ იცის.ლიცენზიას კი ბევრ კარგ ექიმებს ართმევენ...
რაღა დროს ეგ ბიჭია... სცენაზე ჩხუბს ხომ არ...
დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ...
ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი,...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"ჩემი საქმრო "ცისფერი" აღმოჩნდა"
13:44 / 17-05-2013
მანონი, 19 წლის: "მინდა, ჩემ შესახებ მოგიყვეთ და იმედია, პატარა გოგოსავით არ დამტუქსავთ. ნიკა 3 წლის წინ უბანში გავიცანი - ის ჩემს მეზობლად, ქირით ცხოვრობდა. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში იმდენი მოახერხა, რომ თავდავიწყებით შემიყვარდა.
ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა
15:36 / 14-05-2013
ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება. ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.
"გადახრები მაქვს..."
12:00 / 11-05-2013
ნინია, 23 წლის: "არ ვიცი, ჩემი წერილი დღის სინათლეს იხილავს თუ არა, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, მოგწეროთ და რჩევა გკითხოთ. წარმოშობით რაიონიდან ვარ.
"როგორ დავძლიო სცენის შიში?"
17:57 / 10-05-2013
17 წლის: "გამარჯობა. როგორც ახლობლები მეუბნებიან, კარგად ვმღერი. ადრე სცენაზეც გამოვდიოდი, ხალხის წინაშე სიმღერა არ მაფრთხობდა, მაგრამ ბოლო დროს სცენის შიში გამიჩნდა. როცა ვმღერი და ვინმე მისმენს, ძალიან ვღელავ; შესაბამისად, კონკურსებზე გასვლისაც მეშინია.
ჩემმა მულმა მკერდზე მამაკაცის სასქესო ორგანო ამოისვირინგა
13:32 / 10-05-2013
ოთოს რომ ცოლად გავყევი, ჩემი მული ლიკა 6 წლის დამხვდა. ბავშვი, ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიზარდა და ყურადღებას არასოდეს ვაკლებდი. შემდეგ ჩემი ორი შვილი შემეძინა, მაგრამ ლიკას ძველებურად ვეფერებოდი და საჩუქრებსაც არ ვაკლებდი.
"ჩემი ცოლის დაქალები" - კომედიიდან დრამამდე
12:00 / 07-05-2013
"ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელი უთუოდ დამეთანხმება, რომ სერიალის მესამე სეზონი თავისი წინამორბედებისაგან რადიკალურად განსხვავდება როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსობრივად, რადგან ერთი შეხედვით სრულიად დალაგებული და მყარი ურთიერთობები იმდენად აირია და ჩაიხლართა, რომ ზოგიერთი აქტიური მაყურებლის კომენტარს თუ დავესესხებით, მალე "სანტა-ბარბარასაც" კი გაეჯიბრება.
Gossip Girl: მაინც რატომ გვიყვარს ქალებს ჭორაობა?
11:00 / 04-05-2013
დაქალებთან საიდუმლოებებზე ჭორაობა, გაუთავებელი საუბრები დედასთან, გულახდილი ლაპარაკი საყვარელ მამაკაცთან – ყველაფერი ეს ჰაერივით გვესაჭიროება ქალებს!
30 ჩვევა, რომლისგანაც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ
17:14 / 03-05-2013
რა გვიშლის ლაღად ცხოვრებაში ხელს? როგორც წესი, არასწორი ცხოვრებისეული წესები და ქცევის ზოგიერთი თავისებურება. აი, 30 ჩვევა, რომლისგანაც სჯობს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეთ იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვროთ.
ქმრის საყვარელი ჩემი მეჯვარე გახდა
17:15 / 02-05-2013
მართალია, მე და მამუკა გარიგებით დავქორწინდით, მაგრამ პირველი ნახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მეგონა.
თოჯინა, რომელიც ქალებს გაუთხოვრებად ტოვებდა...
13:03 / 02-05-2013
..10 წლის გახდა იმ დღეს მაყვალა, მამიდამ რომ ულამაზესი თოჯინა აჩუქა – ნამდვილი დედოფალა. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად 87 წლის ქალბატონია და ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს, აღარც რამე უკვირს, მაგრამ იმ საჩუქარს დღემდე ვერ იხსენებს გულგრილად:
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12