ლიმონი ქერა თმას იცავს - გაანებივრეთ თმა შინაურ პირობებში
ლიმონი ქერა თმას იცავს - გაანებივრეთ თმა შინაურ პირობებში
მართალია, თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები თითქმის უნივერსალურია და ნებისმიერი ტიპის თმის მოვლას იოლად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, მაგრამ ბუნებრივ ინგრედიენტებს თავისი უპირატესობები აქვს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითქმის არ აზიანებენ თმას და თავის კანს.

ბუნებრივი ბალზამები, შამპუნები, ნიღბები თმისთვის

გადასავლებ წყალში ლიმონის წვენის ჩამატება ქერა თმას აცოცხლებს, ხოლო 30 მლ (2 სუფრის კოვზი) ვაშლის ძმარი - ნებისმიერი ფერის თმას ფაფუკს ხდის.

თუ თმა პრობლემურია, მისი მკურნალობა ბალახის ბალზამით შეიძლება. ცხიმიანი თმისათვის გამოიყენება ავშანი, თუ თმა ცუდად იზრდება ან ცვივა - ჭინჭარი, თუ დაელექტროებისაკენ აქვს მიდრეკილება - როზმარინი, თუ თავის კანზე ქავილი შეიგრძნობა - ლავანდა.

ბალზამის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ნედლ ან 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს 600 მლ ადუღებული წყალი დაასხით. მოურიეთ და 3-4 საათი გააჩერეთ, გაწურეთ, შეათბეთ და თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ.

თმის ძირების გასამაგრებლად ეფექტურია ოხრახუშის ფოთლების ფაფა. ოხრახუშის ფოთლები მიქსერში დააქუცმაცეთ და მცირე რაოდენობით თბილ წყალში გააზავეთ. მიღებული ფაფა თმაზე დაიდეთ და პოლიეთილენის თავსაფრით შეიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ვიტამინის ბალზამი

20 გრ ხახვი, 20 გრ ნიორი, 20 გრ ლიმონის წვენი, 20 გრ თაფლი და 20 გრ მაიონეზი მიქსერით ათქვიფეთ. მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ.

კვირაში ერთხელ ამ კრემით თავის კანი კარგად დაიზილეთ, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 3-4 საათის შემდეგ თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ.

სტაფილოს შამპუნი

1 კვერცხის გული, 20 გრ ზეთი, 20 გრ ლიმონის წვენი და 4 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ. შამპუნის ნაცვლად თმა ამ ნაყენით დაიბანეთ.

ნიღაბი

კომბოსტოსა და ატმის წვენის ნაყენი თმას ამაგრებს. 2 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და 2 სუფრის კოვზი ატმის წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, 20 გრ კონიაკი და 20 გრ თაფლი.

ნიღაბი თმაზე წაისვით, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 2 საათის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. თერაპიული კურსი 2-3 თვე გრძელდება.

ერთი კვერცხის გულს ნახევარი ლიმონიდან გამოწურული წვენი და რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი დაუმატეთ, თმის ძირებზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
კომენტარები (5)
ნატია
უკაცრავად შროშანი მცენარეა??ტუ რაა?ტმის ცვენა მაწუხებს იკნებ გამცეთ პასუხი
მარიკა
ნონა,20 გრამი არის 1ს.კოვზი + 1ჩ.კოვზი
ნონა
20გრ. რამდენია??1 სადილის კოვზი თუ მეტი???მაინტერესებს მითხარით რა...
ნააააათ
ეს შამპუნია?
ნატაშკა
ერლთ ძალზე მარტივ საშუალებას ვასწავლი ყველას, ვისაც თმის ცვენის პრობლემა აქვს. გამოიყენეთ "შროშანი" (ყველა აფთიაქში იყიდება და არც ძვირი ღირს), ეფექტში მალე დარწმუნდებით. და კიდევ _ ამ ფირმას ნამდვილად არ ვუწევ რეკლამას. ისიც არ ვიცი, ვისია.
გიორგი იმუქრება, რომ ყველა ქართველ გეის ''გაუბაზრებს'' იმას,...
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან...
მას სამი წამყვანი - „კომედი ჯგუფიდან“ განდევნილი ნიკა...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დასახელდნენ საუკეთესო თვალების, ცხვირისა და ფეხების მქონე ცნობილი ქალბატონები (+ფოტო)
16:05 / 23-05-2013
რა აქვთ ყველაზე მომხიბვლელი, უბრალო ქალების აზრით, ვარსკვლავებს? ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ ყველაზე ლამაზი ფეხების, თვალებისა და თმის მქონე ცნობილები.
პლანეტის ყველაზე მომხიბვლელი ქალბატონები მაკიაჟის გარეშე  (+ფოტო)
14:00 / 22-05-2013
ყველა გოგონასთვის, ქალისთვის ეტალონებად ქცეული ქალბატონები ყოველდღიურობაში შეიძლება არაფრით გამორჩეულები იყვნენ.
რომელი კოსმეტიკა უნდა შევინახოთ მაცივარში?
10:35 / 21-05-2013
ზაფხულში ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი ტემპერატურა ხომ კოსმეტიკაზე უარყოფითად მოქმედებს - იწვევს ბაქტერიების გამრავლებას. მიუხედავად ამისა, ყველა კოსმეტიკური ნაწარმის მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული. მათი უმეტესობა ზედმეტად დაბალი ტემპერატურისგან ფუჭდება, ეცვლება კონსისტენცია და კარგავს თვისებებს.
ქალის იდეალური სხეულის ახალი პარამეტრები
14:00 / 20-05-2013
ქალის იდეალური პროპორციები 90-60-90 სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის მავნებელია, - ამტკიცებენ მეცნიერები და იდეალური სხეულის ახალ ფორმულას გვთავაზობენ.
როგორც იქნა, გამოიგონეს ჭაღარის საწინააღმდეგო წამალი!
13:02 / 17-05-2013
მაშ ასე, უკვე არსებობს საშუალება, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, თმის შეღებვის გარეშე გათავისუფლდეს ჭაღარისგან. თმის დაბერების პრობლემა, როგორც იქნა, აღმოფხვრილია.
თოჯინის ეფექტი BB კრემთან ერთად
14:17 / 08-05-2013
,,და ქალის" ერთგულ მკითხველს უთუოდ არ გამორჩებოდა ჩვენი ჟურნალის აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "კოდირებული კოსმეტიკა და მისი ამოხსნის ხერხები", სადაც კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების ვადებსა და ამ ვადების დადგენის გზებზე ვსაუბრობდით.
ახალი ტრენდი: მანიკიური-კრაკელიური (+ვიდეოგაკვეთილი)
16:55 / 01-05-2013
იმისათვის, რომ ზედმეტი თავისტკივილი აგვარიდონ, ნეილ-კრეატორებმა ამ სეზონზე ფრჩხილებისთვის ახალი დიზაინი შემოგვთავაზეს, თანაც ისეთი, რომლის გაკეთებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.
შაქრის გამოყენების ათი უჩვეულო ხერხი
16:24 / 25-04-2013
1. შაქარს შეუძლია, ყვავილები ხანგრძლივად ქორფად შეინარჩუნოს. ყვავილებიან ლარნაკში 3 სუფრის კოვზი შაქარი და ორი სუფრის კოვზი ძმარი ჩაასხით. შაქარი სასარგებლოა და დიდხანს აცოცხლებს ყვავილებს.
ის, რაც აქამდე არ იცოდით ჩირის შესახებ
14:00 / 25-04-2013
გაზაფხულზე, როცა ზოგიერთი ხილის სეზონი სრულდება, ახალი მოსავალი კი ჯერ არ შემოსულა, ჯანმრთელი კვების მოყვარულები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. როგორ გგონიათ, ვიტამინების შესავსებად ჩირი გამოგადგებათ?
მაკიაჟის უნივერსალური ხრიკები
16:30 / 23-04-2013
შესაძლოა, მთელი ცხოვრება იყენებდე დეკორატიულ კოსმეტიკას, მაგრამ ბოლომდე არ იცოდე მისი შესაძლებლობები. გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტების რჩევებს:
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა....
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ""პირველი...
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12