უკანონო შვილები - აღიარებენ თუ არა მათ მამები...
უკანონო შვილები - აღიარებენ თუ არა მათ მამები...
საქართველოში ბევრი მარტოხელა დედაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად, სამშობიაროდან, საშუალოდ, 3000-მდე ჩვილი მხოლოდ დედას გაჰყავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრი საგანგაშოა.

არარეგისტრირებული ქორწინებით დაბადებულ ბავშვს გვარის პრობლემაც ექმნება. როცა მამაკაცი შვილზე უარს ამბობს, ქალი პარტნიორს სასამართლოში უჩივის და ამ გზით ცდილობს, მას მამობა აღიარებინოს. ამ მოთხოვნით, სამოქალაქო საქმეთა პალატა არა ერთ საჩივარს იხილავს.

საჩივრები ძირითადად იდენტურია, ქალი მამაკაცისგან შვილის აღიარებას, მისთვის გვარის მიცემას, ალიმენტსა და მშობლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.  მოქმედი კანონით, მამობის დადგენისას, მომჩივანმა სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, რომ იმ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა და ბავშვის დაბადებამდე საერთო მეურნეობას აწარმოებდნენ, ან ბავშვს ერთად ზრდიდნენ, ანდა, უნდა წარადგინოს სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც დაადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

ამ მტკიცებულებების წარდგენას ხშირად ქალები ვერ ახერხებენ, რადგან ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ და ამიტომ, თუკი მამაკაცი ბავშვს არ აღიარებს, პატარა ისევ დედის გვარზე დარჩება და მასზე ზრუნვა მხოლოდ ქალს მოუწევს. ახლა კი "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილება შედის, რომელიც დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენას ეხება.

თუ დაუქორწინებელი მშობლები ერთობლივად შეიტანენ განცხადებას სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, მაშინ რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია, ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემები მიუთითოს, მაგრამ თუ ერთობლივი განცხადება არ არსებობს, მაშინ ქალმა განცხადება სასამართლოში უნდა შეიტანოს და იქ დადგინდეს მამის ვინაობა.

ახალი კანონით, დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის საკითხის დადგენის დროს, სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას ბიოლოგიურ (გენეტიკურ) ან ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევას მიანიჭებს. კანონპროექტის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვაა. დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის თქმით, "უკანონო ადამიანი" არ არსებობს.

ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მშობლები საჭიროა და ყველა პატარას აქვს უფლება, ორივე მშობელი ჰყავდეს. დედამ ბავშვი კანონგარეშე არ უნდა დატოვოს. მშობლები თანაბარი უფლების მქონენი არიან. მამაკაცებსაც აქვთ გარკვეული პრეტენზია, რომ საკუთარი მამობის ჭეშმარიტება დაადგინონ.

ბავშვზე მეურვეობა ორივე მშობელს შეუძლია". კერვალიშვილი მიიჩნევს, რომ "ეს პრევენციული კანონია, როდესაც მამაკაცმაც და ქალმაც სარჩელის შეტანის წინ, საკუთარი სიმართლე უნდა გაითვალისწინოს. ეს არ არის მხოლოდ ბავშვისა და ქალის დამცველი კანონი, ის დაადგენს მამობის უფლებასაც. ყველა მამას აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი შვილის შესახებ. გადაწყვეტილება ყოველთვის გამოტანილი იქნება ბავშვის ინტერესების შესაბამისად, რადგან ამ ვითარებაში ყველაზე დაუცველი ბავშვია".

მამის ვინაობის დადგენა დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. ამ ანალიზის ჩატარება კი 2000 ლარამდე ჯდება.

ისმის კითხვა, - შეძლებენ თუ არა ამის გადახდას მხარეები? როგორც ამბობენ, თანხის გადახდა პროცესში წაგებულ მხარეს დაეკისრება. "რთულია დნმ-ის ანალიზის თანხის გადახდის საკითხი. ადამიანი, რომელსაც ბავშვის მამობა არ უნდა, არც დნმ-ის ანალიზში გადაიხდის თანხას, მაგრამ მას აქვს დათანხმების უფლება. კაცს შეუძლია, ანალიზის თანხა არ გადაიხადოს და მისი უმაღლესი უფლება - მამობა ისე აღიაროს", - მიიჩნევს კანონპროექტის ინიციატორი.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის - კახა კოჟორიძის აზრით, ეს ცვლილება ქალებს პროცესის მოგებას გაუადვილებს:

- აქამდე მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის აუცილებლად გაზიარების შესაძლებლობას. შესაძლოა, საქმეში ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბავშვი ამა თუ იმ ადამიანის შვილი იყო, მაგრამ თუ დედა ვერ დაადასტურებდა, რომ პატარა მამასთან ერთად ცხოვრობდა და მშობლებს ერთი მეურნეობა ჰქონდათ, ასეთი დასკვნის მიუხედავად, შეიძლებოდა, სასამართლოს მამობა არ ეღიარებინა.

უზენაესმა სასამართლომ ბოლო დროს კარგი გადაწყვეტილებები მიიღო და იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ პროცესზე ვერ ხდებოდა საერთო მეურნეობის დადგენა, გენეტიკურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, ბიოლოგიურ კავშირს ანიჭებდა უპირატესობას. მამობის დადგენის შემდეგ, მამაკაცს ის ვალდებულებები დაეკისრება, რაც მშობლებს შვილების მიმართ აკისრიათ.

ადრე მთავარი იყო, ერთად ცხოვრების ფაქტი დადგენილიყო და შესაბამისად, შეიძლებოდა, მოქალაქე ასეთ სიტუაციაში მეორე უკიდურესობაშიც გადავარდნილიყო. ქალს შეეძლო, დაედასტურებინა ვიღაცასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ შესაძლოა, ბავშვის რეალური მამა ის ადამიანი არ ყოფილიყო.

- ბატონო კახა, როგორ გადაიხდის ამხელა თანხას მამაკაცი? ისიც ფაქტია, ხშირად ასეთი პრობლემები სოციალურად დაუცველებს ექმნებათ.

- თუ მამობას აღიარებს, ამით დნმ-ის თანხის გადახდას თავს აარიდებს. მამაკაცს ძალით ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს, ხოლო თუ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბავშვი მისი შვილია, მაშინ იძულებულია, ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს.

- რას მოგვცემს ეს აღიარება? ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა ქალებმა ქმრებს ალიმენტის გადახდა დააკისრეს და დაადასტურეს მათთან თანაცხოვრებაც, მაგრამ მამები შვილებს მაინც არ უხდიან ალიმენტს, პასუხისმგებლობას გაურბიან. ამ კუთხით რამე შეიცვლება?

- როცა მამობას აღიარებს, მამაკაცმა ბავშვის აღზრდაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ალიმენტიც უნდა გადაიხადოს და სხვა ხარჯებიც დაფაროს. ყველა ნორმალური ადამიანი შვილს ალიმენტს გადაუხდის. სხვა საკითხია, თუ არ აქვს ამის შესაძლებლობა.

თუ დაუდასტურდა, რომ აქვს ამის შესაძლებლობა და არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხს აგებს. აღსრულების პრობლემას ეს ცვლილება ვერ მოაგვარებს, მაგრამ შესაძლოა, ქალს ერთსაათიანი კავშირი ჰქონოდა მამაკაცთან, რის შედეგადაც ბავშვი გაჩნდა, ასეთ დროს ქალი ამ კანონს გამოიყენებს და მამობას ასე დაადგენს.

წლების წინ ჩვენი რესპონდენტიც აღმოჩნდა ასეთ გაუგებრობაში. მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან გატარებული რამდენიმე საათი შვილის გაჩენით დასრულდა.

გიორგი, 38 წლის:

- ქალი დაბადების დღეზე გავიცანი. რამდენიმე დღეში შემთხვევით ქუჩაში შემხვდა. მანქანა გავუჩერე. სულ 3-ჯერ შევხვდით ერთმანეთს. ერთ დღეს, დედასთან ერთად, სახლში მომადგა და გამომიცხადა, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო და შვილს აჩენდა: მინდა, ჭკვიანი და ლამაზი შვილი მყავდეს, გვარიშვილობაც კარგი გაქვს, აღნაგობითაც მომწონხარ და ამიტომ ამ ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე, ხელს არ შეგიშლი, შენგან არაფერი მჭირდება, უბრალოდ, ინფორმაციას გაწვდიო.

მისი სიტყვებით იმდენად გაოგნებული დავრჩი, უცებ ვერაფერი ვუთხარი. რომ წავიდნენ, მოულოდნელობისგან ელდა მეცა. იმის მერეც ყველანაირად ცდილობდა, ცოლად მომეყვანა. ქუჩის ქალი არ იყო, მაგრამ ცუდი სახელი ჰქონდა და მას ცოლად ვერ შევირთავდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ ბევრისთვის სასურველი სასიძო ვიყავი. მატერიალურად არ მიჭირდა, არც გვარიშვილობას დამიწუნებდა ვინმე და არც - გარეგნობას, მაგრამ როცა შანტაჟზე გადავიდა, კატეგორიულად ავუკრძალე ჩემთან დარეკვა.

- ბავშვი გააჩინა?

- კი, ბიჭი გაჩნდა. ერთი კვირის იყო ბავშვი, ჩემთან სახლში რომ მოიყვანა და საღამომდე დატოვა. მეორედ უკვე ღამეც დატოვა. ქალის მიზანს ვხვდებოდი, უნდოდა, ბავშვი შეგვყვარებოდა და შემდეგ თვითონაც ამ გზით მოეხერხებინა ოჯახში შემოსვლა. პატარას დედაჩემი და ჩემი და უვლიდნენ. ერთხელ ის ქალი მთელი კვირა არ გამოჩნდა. რომ მოვიდა, კატეგორიულად განვუცხადე, ბავშვს არ მოგცემ, გვარსაც მივცემ, გავზრდი, მაგრამ შენ აქ ვეღარ გამოჩნდები-მეთქი.

მართლა არ გავატანე ბავშვი და რამდენიმე თვე ჩვენ ვზრდიდით. ტიროდა, შვილი დამიბრუნეთო. ბოლოს რომ წაიყვანა, აღარ მოუყვანია.

- ბავშვი შვილად არ აღიარეთ?

- არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი იყო. საფუძველიც მქონდა. ამ ქალს სულ 2-3-ჯერ შევხვდი. ვფიქრობდი, რომ მას "შეტენვა" უნდოდა. სასამართლოშიც გვქონდა დავა, მამობის დადგენას და ალიმენტს ითხოვდა და იქაც ვთქვი, არ ვიცი, ჩემია თუ არა და ამიტომ, გვარს ვერ მივცემ-მეთქი.

წლების წინ, სასამართლო მაიძულებდა, დნმ-ის ანალიზი გამეკეთებინა. მაგრამ ამ პროცედურის გავლა, ჩემთვის, როგორც მამაკაცისთვის, დამამცირებელი იყო. უნდა დავმდგარიყავი და მემტკიცებინა, მამა ვიყავი თუ არა. გამოდიოდა, რომ თავს ვარიდებდი ბავშვზე ზრუნვას, არადა, ასე არ იყო. ისე, თავადაც არ იცოდა, შვილი ვისგან გააჩინა. ბოლოს ანალიზების გაკეთებას, გვარის მიცემა ვამჯობინე. ვიცოდი, მისი მიზანი ისიც იყო, რომ შვილს კარგი გვარი ჰქონოდა. გვარი მივეცი.

თეა ხურცილავა 
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
კომენტარები (4)
.........
არც მე ვეთანხმები ამ კანონს. ჩემი მეგობარი, ცოტა არეული პერიოდი იყო 15წლის წინ, ჩასული იყო თურქეთში და სამი ღამე მოუწია საზღვარზე გაჩერება, ავტობუსში გაიცნო ქალი, რომელთანაც მართლა სამჯერ იყო. იმ ქალმა გააჩინა შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგო ეკონომიურად ძლიერ მამაკაცს შეხვდა.
ტასო
განკითხვას ჯობია დაფიქრდეთ, უამრავია ასეთ უნამუსო ქალი რომელიც სპეციალურად აკეთებს ამას რომ თავის მიზანს მიაღწიოს.იძულებით და შანტაჟით შექმნილი ოჯახი ადრე თუ გვიან მაინც აგარ იარსებებს. ბავშვი მათთვის ერთადერთი გამოსავალია.ის ბავშვი რომ გაიზრდება განა მარტო მამას მოთხოვს პასუხს დედასაც. სიცრუეს რა აზრი აქვს. ის ჯერ პირველად დედამ გამოყენა და არა მამამ. წარმოიდგინეთ ტქვენი ოჯახისწევრი მამაკაცი ასეთი რამ რომ შეემთხვეს რას იზავდით???თუ ქალს არ უნდა მამაკაცთან ურთიერთობა ვერავინ აიზულებს ეგ ხო ფაქტია!!! მე არ ვეთანხმები ამ კანონს ეს მარტო მამის ჭკუის სასწავლებელი კიარაა ქალებიც უნდა დაფიქრდნენ რას ჩადიან. რაღა გამოვიდა სამოქალაქო ქორწინება აღარ ყოფილა საჭირო, მაინც ყველას ერთნაირი უფლება თუ აქვს.ასეთი შანტაჟით და სხვადასხვა გზით მიღწეული სამართალი წალეკავს სიმართლესაც. :(
ნანიკო
თუ გიორგი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო გაეკეთებინა დნმ-ის ანალიზი, და თუ გვარი მისცა ბავშვს ესეიგი მამა ყოფილა და არ უნდოდა ამის აღიარება. ძალიან კარგი კანონია მივესალმები,ჭკუის სასწავლებელია მამაკაცებისთვის.
4მაკო4მაკო4
კარგი კანონია.38 წლის გიორგის რაც შეეხება ვერაა მგონი.რა უფლებით არ ატანდა ბავშვს?ჯერ გაზრდა უნდოდა და მერე გვარის მიცემაზეც უარის თქვა?კარგი გვარი მისცა,მაგრამ თვითონ არ უნდა იყოს დარწმუნებული ბავშვი მისია თუ არა?ან რატომაა დნმ-ის ანალიზის გაკეთება დამამცირებელი?ფულის გადახდა არ უნდოდა,აკლია ამ ხალხს რა
არ უარვყოფ, რომ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ყველა...
ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ...
დღესდღეობით ჩემ გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვიცოდი, ამ...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პრაღის მეტროებში "სიყვარულის ვაგონები" გაიხსნება
12:46 / 21-05-2013
ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სადაც, ალბათ, გული ყველაზე მეტად ძგერს, მალე მეტროებში "სიყვარულის ვაგონებს" გახსნიან.
ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს
15:15 / 17-05-2013
ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.
როგორ გავხდე ცოლი, ანუ ცხოვრება ქორწილის მეორე დღიდან
10:59 / 15-05-2013
დამთავრდა საქორწილო ორომტრიალი. ყოველგვარი მზადება, კაბის შერჩევა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა და თქვენ უკვე მეუღლეები ხართ.გათენდა. გაიღვიძეთ და თქვენ აღარ ხართ ჭირვეული გოგონა, რომელიც ხშირად სარგებლობდა მამაკაცის ნებისყოფით და თავს იქცევდა მის ნერვებზე თამაშით.
რას პასუხობენ მამაკაცები, როცა ქალები მათ სიყვარულს უხსნიან?
11:50 / 13-05-2013
ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."
ქმარი ვცემე და იმპოტენტი გავხადე
17:29 / 11-05-2013
მართალია, მე და გენადის ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება არ აგვეწყო. მალე საყვარელი გაიჩინა და შინ გვიან ღამე ბრუნდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი და ჩემი დედამთილი ლამის ყოველდღე მილაგებდა უკან დასაბრუნებელ ჩემოდანს.
დავქორწინდეთ თუ არა მაისში?
16:43 / 09-05-2013
კაცობრიობისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას, რწმენას უძველესი ისტორია და ღრმა წარსულში გადგმული ფესვები აქვს. საქართველოში წარმართულ ეპოქაში ადამიანებს კულტების, ბუნებრივი მოვლენებისა და სხვადასხვა საგნის მიმართ შიში და თაყვანისცემა ახასიათებდათ.
კონტრაცეფცია - სასურველი ბავშვი სასურველ დროს
15:37 / 08-05-2013
ოჯახის დაგეგმვა ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა. წყვილებს, რომელთაც სურთ, თავად განსაზღვრონ ის, თუ რამდენი შვილი იყოლიონ, როდის და რა ინტერვალით გააჩინონ ისინი, ან უკვე ჰყავთ შვილები და აღარ სურთ მეტის გაჩენა, ამაში მათ სწორედ ოჯახის დაგეგმვის მეთოდი ეხმარებათ, რომლის მთავარ საყრდენ საშუალებას კონტრაცეფცია წარმოადგენს.
ცოლმა მკერდის ზომა დამიმალა
13:42 / 07-05-2013
ერთმა მეზობელმა მაინც რომ წაიკითხოს ეს ისტორია, მაშინვე მიხვდება, რომ ჩემი დაწერილია, მაგრამ მინდა, ამ გზით მაინც დავეხმარო თუნდაც ერთ ადამიანს და იმ სატანჯველისგან გავათავისუფლო, რასაც მე ამდენი წელია, განვიცდი.
ბედნიერი ქორწინების 4 საიდუმლო
13:54 / 06-05-2013
წარმატებული ქორწინების რამდენიმე საიდუმლო არსებობს.კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ბედნიერი ოჯახების ფსიქოლოგიას და აი, მათი კვლევების შედეგებიც:
ცოლ-ქმრის მიმოწერა
13:36 / 03-05-2013
წერილი მაცივარზე!"ძვირფასო, რა თქმა უნდა, გესმით, რომ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს, თქვენ კი, თქვენს 57 წლის ასაკში აღარ შეგიძლიათ ჩემი დაკმაყოფილება.
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა....
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ""პირველი...
არქივის კალენდარი
«« მაისი 2013 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12